რატომ ლაპარასკოპია ? ლაპარასკოპია არის ქირურგიული ოპერაციის ტიპი , რომლის დროსაც ქირურგს მუცლისა და მენჯის ღრუში შესასველად კანზე დიდი განაკვეთების გაკეთება არ უწევს . ლაპარასკოპიის საშუალებით ქსოვილების ტრავმირება ნაკლებად ხდება . ლაპარასკოპის ერთ ბოლოში  მიმაგრებული ნათურა და კამერა გვაძლევს საშუალებას გარეთ მდებარე მონიტორიდან დავაკვირდეთ მუცელსა და მენჯის ღრუს.

ჩვენი კლინიკის წამყვანი სპეციალისტი დავით ყარსიმაშვილი აკეთებს ყველა სახის გინეკოლოგიურ ოპერაციას, როგორც ღია, ასევე ლაპარასკოპიის მეთოდით. აღსანიშნავია, რომ უახლესი ლაპარასკოპიული აპარატით “OLYMPUS VISERA PRO” კეთდება ვერტგეიმის ოპერაციაც კი.
“MMT Hospital” – ში ასევე ფართოდ გამოიყენება დიაგნოსტიკური ლაპარასკოპიებიც, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად განვსაზღვროთ, ამა თუ იმ, დაავადებასთან ბრძოლის ტექნიკა.

უპირატესობანი ტრადიციულ ოპერაციებთან შედარებით :

  • სწრაფი რეაბილიტაცია
  • უმნიშვნელო ჭრილობები
  • პოსტოპერაციული ტკივილის არარსებობა
  • ოპერაცია ვიდეოკონტროლით
  • პაციენტის სტაციონარში დაყოვნების ნაკლები დრო (1 დღე)

ლაპარასკოპიული გინეკოლოგია მოიცავს შემდეგ საკითხებს :

  • დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია
  • ლაპარასკოპიული სტერილიზაცია
  • ტოტალური და სუბტოტალური ლაპარასკოპიული ჰისტერექტომია დანამატებთან და დანამატების გარეშე
  • ლაპარასკოპიული მიომექტომია
  • ცალმხრივი და ორმხრივი ლაპარასკოპიული სალპინგოფორექტომია
  • ლაპარასკოპიული სალპინგექტომა და განაყოფიერების პროდუქტების ამოღება (ფალოპის მილის ორსულობის დროს)
  • ლაპარასკოპიული სალპინგექტომია
  • ლაპარასკოპიული პრომონტოფიქსაცია
  • ლაპარასკოპიული მიდგომით საკვერცხის და პარაოვარიული კისტების ამოკვეთა
  • მცირე მენჯის ლიმფური კვანძების ამოკვეთა საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს ტანის სიმსივნის დროს
  • უშვილობის მკურნალობა, შეხორცებების მოცილება (სინექიოლიზისი) ლაპარასკოპიული მეთოდით
  • საკვერცხეების კაუტერიზაცია ლაპარასკოპიული მეთოდით
  • ქრომოპერტუბაცია ლაპარასკოპიული მეთოდით

ლაპარასკოპია გამოიყენება დიაგნოსტიკაშიც , რაც შესაძლებლობას გვაძლევს დადგინდეს ისეთი პათოლოგიური ცვლილებები, რომელთა დადგენა ექოსკოპიურად თუ სხვა ინსტრუმენტული კვლევებით, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *