არის ერთ-ერთი გავრცელებული სამედიცინო პრობლემა, რომელიც მოიცავს როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა პოპულაციას და გვხვდება თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

შარდის შეუკავებლობის დიაგნოსტიკაში კვლევის ძირითადი მეთოდებია:

  • ცისტოსკოპია ( სპეციალური სამედიცინო ინსტრუმენტით შარდის ბუშტის დათვალიერება)
  • ცისტომეტრია ( შარდის ბუშტის კუმშვადობისა და მის მიერ შეკუმშვის დროს განვითარებული წნევის გაზომვა)
  • შარდის საერთო ანალიზი
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • ქალებში გინეკოლოგიური და ზოგადად მეზობელი ორგანოების გამოკვლევა საჭიროების მიხედვით და ასევე ლაბორატორიული კვლევები, მაგ. გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნება გახდეს დიაგნოსტირების პროცესში

შარდის შეუკავებლობის მკურნალობის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების და ხელოვნური სპინქტერის გადანერგვის  ერთობლივად განხორციელებული ოპერაციების შედეგად, შვეიცარიულმა კომპანია “ZEPHYR”-მა, ჩვენი კლინიკის წამყვან უროლოგს, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს გადასცა სერთიფიკატი და გაუფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პროფესორი ქარაზანაშვილი გახლავთ კომპანია  “ZEPHYR”-ის ნდობით აღჭურვილი სპეციალისტი კავკასიის რეგიონში, შარდის შეუკავებლობით დაავადებული პაციენტთათვის ხელოვნური სპინქტერის გადანერგვის მიმართულებით 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *