უროლოგია MMT ჰოსპიტალში

უროლოგია – მამაკაცის სასქესო და საშარდე გზების, ასევე ქალთა საშარდე გზების პათოლოგიები და მათი მკურნალობის მეთოდები.

“ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი”-ს უროლოგიური განყოფილება მკურნალობს როგორც ქალთა და მამაკაცთა, ასევე ბავშვთა უროლოგიური დაავადებების ფართო სპექტრს.

ჩვენ გთავაზობთ კონსერვატიულ მომსახურებას:

  • საშარდე გზების ინფექციები;
  • ანთებითი დაავადებები (როგორიცაა პროსტატიტი, ცისტიტი, ურეთრიტი და ა.შ)
  • შარდის ურგენტული შეუკავებლობა

ქირურგიულ მომსახურებას ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და ღია ქირურგიული მეთოდით: 

  • მასშტაბური ონკოლოგიური ოპერაციები შარდის ბუშტის, პროსტატისა და თირკმლის კიბოს გამო;
  • პროსტატის კიბოს შორსწასული ფორმების ქირურგიული მკურნალობა (რადიკალური პროსტატექტომია გაფართოებული ლიმფადენომექტომიით);
  • ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა;
  • პროსტატის ოპერაციები ნერვშემნახველი მეთოდით (პოტენციისა და შარდის შეკავების უნარის შენარჩუნებით);
  • ლაპარასკოპიული ოპერაციები საშარდე ორგანოებზე და პროსტატაზე;
  • მინიმალურ-ინვაზიური (ენდოსკოპიური) უროლოგიური ოპერაციები:პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია TURP, პროსტატის ტრანსურეთრული ვაპორიზაცია TUVP, ურეთერორენოსკოპია URS, ნეფროსკოპია პერკუტანული ნეფროლითოლაპაქსია PNL;
  • დისტანციური ლითოტრიფსია;
  • ლაპარასკოპიული ნეფრექტომია თირკმლის კიბოს დროს;
  • ორგანოს შემნახველი ქირურგიული მკურნალობა თირკმლის კიბოს დროს;
  • ლოყის ლორწოვანის ტრანსპლატაცია საშარდე მილის შევიწროების აღდგენის მიზნით;
  • ბავშვთა თანდაყოლილი ანომალიების აღდგენა (საშარდე მილის, შარდის ბუშტის, თირკმელების პლასტიკური ოპერაციები);
  • ქალებში შარდის შეუკავებლობის მინიმალურ-ინვაზიური ქირურგიული მკურნალობა (TVT, TVT-O, ლაპარასკოპიული სარკოპექსია);
  • შარდოვანი ფისტულების კორექცია.
ჩანაწერები ვერ მოიძებნა.