რა საფრთხეს უქმნის საგაზაფხულო ყვავილობა ალერგიულ ადამიანებს, როგორ ვლინდება ალერგიული რეაქციები და რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

 

  სეზონური ალერგიები სწორედ გაზაფხულიდან, ყვავილობის პერიოდიდან  იწყება, ამიტომ საჭიროა მომზადებულები შევხვდეთ გაზაფხულის დადგომას და  თავიდან ავიცილოთ არასასურველი გართულებები.

გაზაფხულობით ყველაზე ხშირია ისეთი სეზონური ალერგია, როგორიცაა  პოლინოზი ანუ ზემგრძნობელობა ყვავილის მტვრისადმი, ყვავილის მტვრის  მარცვლები დიდი რაოდენობით შეიცავს ალერგიულ ცილებს. ამინდი ერთგვარ გავლენას ახდენს ჰაერში ყვავილის მტვრის კონცენტრაციაზე. მშრალი, ცხელი ამინდი, ისევე, როგორც ქარი, ხელს უწყობს მტვრის გავრცელებას, რაც ზრდის პოლინოზის ალბათობას. წვიმას კი მტვერი მიწაზე ჩამოაქვს და ამდენად ამცირებს პოლინოზის გამწვავების რისკს. არსებობს ყვავილის მტვრის ორი სახე: ანემოფორული, რომელიც ქარით ვრცელდება და ენტემოფილური, რომელიც მწერებს გადააქვთ. ანემოფორული მტვერი უფრო ალერგიულია და შესაძლოა, ძალიან შორ მანძილზე გავრცელდეს. ამით აიხსნება ზოგჯერ ადამიანის ალერგიულობა იმ მცენარის ყვავილის მტვრისადმი, რომელიც უშუალოდ მასთან ახლოს არ იზრდება.

პოლინოზის სიმპტომები: თვალების წვა, ცემინება, სახის ქავილი. იგი იწვევს, აგრეთვე, რინიტს, რომელიც გამოვლინდება ცხვირის გაჭედვით, ხველებითა და წყლიანი სურდოთი. შეიძლება პოლინოზი ანოსმიით ანუ ყნოსვის დაკარგვით გართულდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *