იმუნიტეტის საშუალებით ორგანიზმი შეიცნობს, გამოყოფს და ანადგურებს მასში შეღწეულ უცხო ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებს (ვირუსებს, სოკოებს, მიკრობებს), რითაც მრავალი სენისგან გვიცავს.

იმუნიტეტი ორგვარია: არასპეციფიკური და სპეციფიკური. პირველი დაბადებიდანვე დაგვყვება, მეორეს კი სიცოცხლის განმავლობაში ვიძენთ. არსებობს პასიური იმუნიტეტიც, რომელსაც ჩვილ ასაკში ვიღებთ დედისგან – დედის რძე მრავალი მიკრობისგან დამცავ ანტისხეულებს შეიცავს.

ორგანიზმის დამცავი ძალები განსაკუთრებით ზამთარში სუსტდება, ამიტომ გაზაფხულზე ძალების აღსადგენად საჭიროა, ისეთი საკვები შევარჩიოთ, რომელიც მათ გაძლიერებაში დაგვეხმარება.

  • ხორცი 
  • რძემჟავა პროდუქტები 
  • ყვითელი ხილი და ბოსტნეული 
  • მწვანე ჩაი  

ეს ის საკვებია , რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გაზაფხულს მომზადებული შევხვდეთ.

იმუნიტეტის სტიმულირება შესაძლებელია აცრებით, მედიკამენტებით და ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებებითაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *