გაზაფხული ახალი ვირუსების გავრცელების პერიოდია. შესაბამისად , მის მოსვლას ორგანიზმი მომზადებული უნდა დავახვედროთ . იმუნიტეტის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალება ვიტამინების მიღებაა . ამიტომ საჭიროა ჩვენს კვების რაციონში ბევრი ხილისა და ბოსტნეულის შეტანა.

ვაშლი – ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სასარგებლოა, რადგან მას განსაკუთრებული თვისებები აქვს. იგი ჰექტინების ბუნებრივი წყაროა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არ გადამუშავდება, სამაგიეროდ ორგანიზმში გაწმენდის, დასუფთავების ფუნქციას ასრულებს.

ბანანი – შეიცავს დიდი რაოდენობით B-6 ვიტამინს რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე ბანანი ეხმარება ადამიანებს დეპრესიის დაძლევაში. (რაც არ უნდა გასაკვირი იყოს , გაზაფხულზე ადამიანებში დეპრესია მატულობს)

გრეიფრუტი – შეიცავს B ჯგუფის, C, P ვიტამინებს, უჯრედისს, კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, ანტიოქსიდანტებს და სხვა მნიშვნელოვან მინერალებს, რაც იმუნიტეტის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *