დაანგრიეთ ძველი სტერეოტიპები – გასტროსკოპია (არასამედიცინო ენაზე ზონდის გადაყლაპვა) მოკლე უვნებელი ანესთეზიით, დღეს ყველაზე უმტკივნეულო და სრულყოფილი დიაგნოსტიკის საშუალებაა კუჭნაწლავის დაავადებების პრევენციის მიზნით.

გასტროსკოპია არის პროცედურა, როდესაც თხელი, მოქნილი მილი – ენდოსკოპი – გამოიყენება საყლაპავი მილის, კუჭისა და წვრილი ნაწლავის პირველი ნაწილის შიგნიდან დასათვალიერებლად. ამ პროცედურას ზოგჯერ ასევე ეწოდება ზედა კუჭნაწლავის ენდოსკოპია .

“MMT ჰოსპიტალი” გთავაზობთ ამბოლატორიული კვლევების სრულ სპექტრს.  მათ შორის გასტროსკოპიას, უახლესი აპარატით . ეს არის მოქნილი, დრეკადი მილი, რომლის შიგნითაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემაა.

გასტროსკოპიის შედეგად ხდება ისეთი პრობლემების გამოკვლევა, როგორიცაა გაძნელებული ყლაპვა (დისფაგია) ან მუცლის მუდმივი ტკივილი. ასევე მდგომარეობის დიაგნოზირება (კუჭის წყლულები) და მდგომარეობის მკურნალობა (სისხლმდენი წყლულები,საყლაპავი მილის ბლოკირება,არა-სიმსივნური წამონაზარდები ან მცირე კიბოს მსგავსი სიმსივნეები).   

დროულად მიაკითხეთ “MMT ჰოსპიტალ”-ის ექიმ ენდოსკოპისტს , ჩაიტარეთ ამბოლატორიული გამოკვლევები და აიცილეთ თავიდან ყველა სახის გართულებები.

1 thought on “რატომ გასტროსკოპია ?

  1. გამარჯობა, მაინტერესებს რა ღირს გასტროსკოპია თქვენთან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *