პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ანუ პროსტატის ადენომა, იგივე – წინამდებარე ჯირკვლის გადიდება. ეს დაავადება ძირითადად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში ვითარდება, თუმცა არც პატარა ასაკშია გამორიცხული. პროსტატის ადენომის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი და მიიჩნევა, რომ ის მამაკაცთან კლიმაქსის ერთ-ერთი გამოვლინებაა, ასე რომ მისგან დაზღვეული არავინ არის. ალკოჰოლის მიღებასთან, სექსუალურ ორიენტაციასა და აქტივობასთან, გადატანილ ანთებით თუ ვენერიულ დაავადებებთან კავშირი არ არის დადგენილი.

ადენომის დროს პროსტატის ჯირკვალზე წარმოიშობა პატარ-პატარა კვანძები, რომელიც აწვება შარდსადენ მილს და შარდის გამოყოფის დარღვევას იწვევს.

თუ 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი მაინც გამოაჩნდა, სავარაუდოა, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია:

  • შარდის გამოყოფის გაძნელება ან შეწყვეტა,
  • შარდის ნაკადის შესუსტება,
  • წვეთობით შარდვა,
  • მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება,
  • შარდვის გახშირება,
  • მტკივნეული შარდვა,
  • ღამით შარდვის გახშირება,
  • მცირე ულუფებით შარდვა;

პროსტატის ადენომის დროს პაციენტს ტკივილი მხოლოდ მაშინ აღენიშნება, როდესაც ჯირკვალი ჩირქდება და ყალიბდება პროსტატის აბსცესი. ამ დროს მოსალოდნელია ასევე ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე და ოფლიანობა.

პროსტატის ადენომა შეიძლება გართულდეს:

  • შარდი მწვავე შეკავებით,
  • ცისტიტით,
  • ანთებითი პროცესებით,
  • შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნით,
  • ორქოეპიდიდიმიტით- სათესლე ჯირკვლისა და დანამატის ანთებით,
  • პიელონეფრიტით,
  • ჰემატურიით(სისხლის შერევით შარდში),
  • პროსტატის კიბოთი.

 

 

 

გამოკვლევის მეთოდები

  • წინამდებარე ჯირკვლების ლექტალური (სწორი ნაწლავიდან) გამოკვლევა თითით. ის აუცილებელია, რათა ექიმს წარმოდგენა შეექმნას სიმსივნურ წარმონაქმნზე, განსაზღვროს პროსტატის ჯირკვლის ზომა, კონსისტენცია, მტკივნეულობა;
  • მენჯის ღრუსორგანოებისა და წინამდებარე ჯირკვლების ექოსკოპიური გამოკვლევა. ის ინფორმაცია იძლევა პროსტატის ჯირკვლის ზომასა და სტრუქტურაზე, ავლენს ნარჩენი შარდისა და კენჭების არსებობას. ზოგჯერ საჭირო ხდება ტრანსრეაქტალური ექოსკოპიური გამოკვლევა. ეს მეთოდი უფრო ინფორმაციულია;
  • თანმხლები დაავადების გამოსავლენად ინიშნება სისხლისა და შარდის ანალიზები;
  • პროსტატის კიბოს გამოსარიცხად, კეთდება ანალიზიპროსტატსპეციფიკურ ანტიგენზე;
  • საჭიროებისას, უროფლოუნეტრიისმეშვეობით, განსაზღვრავენ ნარჩენი შარდის რაოდენობას, რაც ინფორმაციას იძლევა შარდის ბუშტის ფუნქციის შესახებ. ციტოსკოპიით ათვალიერებენ შარდის ბუშტსა და პროსტატის ჯირკვალს.

 

მკურნალობა

საწყის სტადიაზე მკურნალობა კონსერვატიულია. არსებობს უამრავი ეფექტიანი მედიკამენტი, რომელიც ინდივიდუალური წესით უნდა შეირჩეს. სხვაგვარად, შესაძლოა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდეს.

თერაპიული მკურნალობა ხანგრძლივია. ამ მეთოდით ხდება შარდის გამოყოფის გაუმჯობესება, მაგრამ ეს განკურნებას არ ნიშნავს. ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე, შესაძლოა, დაავადებამ პროგრესი განიცადოს.

უმრვლესობა ექიმთან მხოლოდ შარდის შეკავების შემდეგ მიდის (შარდის ბუშტი ბოლომდე არ იცლება, თავს იჩენს შარდის შეუკავებლობა, შარდი სუნიანი ხდება). ასეთ დროს, პრაქტიკულად ყოველთვის ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ქირურგიული ჩარევა პროსტატის ადენომის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია.

 

პროსტატის დაავადებები

პროსტატის ადენომას, გართულების შემთხვევაში თან სდევს რიგი დაავადებები, რისი განვითარების შანსი იმ შემთხვევაშია, თუ ადენომა გართულდება. პირველ რიგში შარდვის აქტის დარღვევა, რაც გამოიხატება შემდეგში, შარდვა ხდება ხშირი, ულუფები მცირდება და პატარა ნაკადით მოედინება ან საერთოდ წყდება, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს თირკმელების უკმარისობა.

პროსტატის ჯირკვალი პასუხისმგებელია სპერმის გათხევადებაზე, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს, მონაწილეობს შარდვის აქტსა და ეაკულაციის ანუ თესლდანთხევის პროცესში. შესაბამისად პროსტატის ადენომის დროს შეისაძლებელია სქესობრივი ფუნქციის მოშლა.

პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე მამაკაცთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია და 80 წლისთვის პაციენტთა 70-80%-ს აღენიშნება.

 

პროფილაქტიკა

იქიდან გამომდინარე, რომ პროსტატის ადენომის გამომწვევი მიზეზები არ არის დადგენილი, შეუძლებელია სრულფასოვანი პროფილაქტიკის ჩატარება. თუმცა არსებობს რამედენიმე ზოგადი რჩევა, რაც სასურველია გათვალისწინებულ იქნას.

პირველი, და ყველაზე მნიშვნელოვანი – არ შეიძლება პროსტატის ადენომის სამკურნალოდ განკუთვნლი მედიკამენტების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სასურველია თავი ავარიდოთ ორგანიზმის გადაციებას. მოვერიდოთ ცივზე დაჯდომას და ფეხების დასველებას.

არ იჯდეთ დიდხანს ერთ ადგილას. საათში ერთხელ სასურველია გაიაროთ ხოლმე, რათა მენჯის ორგანოებში შეგუბება არ მოხდეს.

მნიშვნელოვანია ასევე შეკრულობის პროფილაქტიკა, რაც ხშირად შარდის შეკავების მიზეზი ხდება, ხოლმე. ნაწლავის მოქმედებას აუმჯობესებს ყველა რძის პროდუქტი, რძის გარდა.

შევზღუდოთ წიწაკა, მდოგვი, კონსერვები, შებოლილი პროდუქტები, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ მარილს და კონსერვანტებს.

საკვები და სითხე არ მიიღოთ ძილამდე 2-3 საათით ადრე.

არ შეიძლება შარდის დიდი ხნით შეკავება, რადგან არ მოხდეს შარდის ბუშტის ტონუსის დაქვეითება.

დაუშვებელია წყლის პროცედურებით მკურნალობა, რადგან ამ დროს მცირდება დეტრუზორი და იზრდება შარდის შეკავების რისკი.

აუცილებელია წონის კონტროლი.

აქტიური სქესობრივი ცხოვრება ამცირებს პროსტატის ადენომის განვითარების შანსს.

პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების გართულება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *